საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

საჯარო ლექცია „საერთაშორისო პროექტები და გარემოსდაცვითი ნორმები“

სურათი

ბსუ-ს სტუდენტებისათვის „აჭარის წყლის ალიანსის“ დირექტორმა თეიმურაზ ბედინაძემ და საერთაშორისო გერმანული საკონსულტაციო კომპანია MACS-ის გარემოს დაცვის ექსპერტმა გურანდა მახარაძემ საჯარო ლექცია ჩაატარეს თემაზე: „საერთაშორისო პროექტები და გარემოსდაცვითი ნორმები“. მომხსენებლებმა ისაუბრეს საერთაშორისო პროექტის ძირითად ასპექტებსა და სტანდარტებზე. აჭარაში მიმდინარე აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ქეისის სახით, წარმოდგენილი იყო ინფორმაცია საერთაშორისო პროექტების გარემოსდაცვითი ნორმების შესახებ. გააცნეს აჭარის 39 სოფელსა და დაბაში წყალმომარაგებისა და წყალარინების რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე გარემოსდაცვითი საერთაშორისო სტანდარტების სამუშაოები. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა