
ახალგაზრდა ნატურალისტთა საზოგადოების ინიციატივით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თავისუფალ სივრცეში ვორქშოფი ჩატარდა თემაზე: „ბიოფილოსოფია, რა არის სიცოცხლე?” ვორქშოპს ესწრებოდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რუსუდან ხუხუნაიშვილი, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები. ვორქშოფს უძღვებოდნენ ასოცირებული პროფესორები ჟანა ჭითანავა და გიორგი მასალკინი. ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
უკან |