შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის „კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ დაფინანსებული პროექტის (№SC/23/7-100/14) ფარგლებში ბათუმის №2 საჯარო სკოლაში ჩატარდა პოსტერული სასტენდო კონფერენცია თემაზე: „ჩვენ ვირჩევთ ცხოვრების ჯანსაღ წესს“. ღონისძიებაში მოსწავლეებთან ერთად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის II კურსის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა. მოსწავლეებმა სესიაზე პროექტის მიმდინარეობა და შედეგებზე შეაფასეს, საზოგადოებას სიგარეტის ანტირეკლამა შესთავაზეს და მოზარდებს ბუკლეტები დაურიგეს. პროექტის ლიდერთა ჯგუფმა (ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი მარინა ნაგერვაძე, თანახელმძღვანელი: ქ. ბათუმის №2 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი სემაელ მიქელაძე, ასისტენტი – ასისტენტ პროფესორი ლალი ჟღენტი) პროექტის ღირებულებებზე, ნაკლოვანებებსა და პერსპექტივებზე ისაუბრა.
უკან |