საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტს ანკარის „Apeksgroup“-ის ასოციაციის წარმომადგენლები ეწვივნენ. სტუმრებმა ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან გამართულ შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრეს. იგეგმება 2016 წლის 18-22 მაისს ბათუმში ოჯახის ექიმთა საერთაშორისო კონგრესის ჩატარება. დელეგაციის წევრებმა სურვილი გამოთქვეს კონგრესში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაერთოს როგორც საორგანიზაციო ისე აკადემიური აქტივობის თვალსაზრისით. საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ ამ მიმართულებით მომუშავე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და დოქტორანტებს.
უკან |