საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

რეზიდენტურაში სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!

ბათუმის  შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას ალტერნატიული  დიპლომისშემდგომი  განათლების (პროფესიულ მზადების) სარეზიდენტო პროგრამებზე   („თერაპიული სტომატოლოგია“, „ორთოპედიული სტომატოლოგია“).
კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს ბსუ–ს კანცელარიაში, 2015 წლის 10 ივნისიდან 15 ივნისის  ჩათლით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შაბათ–კვირის გარდა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან ცნობა);
ბ) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (გადამზადების პროგრამის მსურველთათვის);
გ) პროფესიული საქმიანობის გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა/ამონაწერი შრომის წიგნაკიდან,(გადამზადების პროგრამის მსურველთათვის);
დ) ავტობიოგრაფია (CV);
ე) ფოტოსურათი 3X4 - 2 ცალი;
ვ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ზ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის);

ბრძანება 01-08/21


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა