ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორგანიზაცია PRIME-ის წამყვანმა სპეციალისმა როს სიმპსონისმა საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „პალიატიური მზრუნველობა“. ცნობილმა ექიმმა განიხილა სიკვდილის წინა პერიოდის მართვა პალიატიური მედიცინაში. მომხსენებელმა სტუდენტებს, ოჯახის ექიმებსა და ონკოლოგებს ასევე გააცნო პაციენტის ფსიქო-სოციალური სფეროს მნიშვნელობა და დასავლური ტიპის პალიატიური მზრუნველობის აქტუალურ საკითხები. როს სიმპსონი სამედიცინო პრაქტიკას აწარმოებს როგორც ოჯახის ექიმი დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოუსამპტონიში (Southhampton), არის სოუსამპტონის სამედიცინო უნივერსიტეტისა და ორგანიზაცია PRIME-ის წამყვანი ლექტორი.
ორგანიზაცია PRIME - Partnerships in International Medical Education (www.prime-international.org ) არის ინგლისში დაარსებული საერთაშორისო საქველმოქმედო სამედიცინო ორგანიზაცია, რომლის მიზანია სხვადასხვა ქვეყანაში სამედიცინო განათლებაში მონაწილე კვალიფიციურ სპეციალისტებთან ურთიერთობის დამყარება და ევროპის ქვეყნების წამყვანი ექიმების მიერ ტრენინგების ჩატარება სამედიცინო თემებზე (მაგ. საოჯახო მედიცინა, პალიატიური მედიცინა, ტროპიკული მედიცინა და აშ).
უკან |