ბიოლოგიის დეპარტამენტის გამორჩეულ პედაგოგს, პროფესორს, კეთილშობილ, დაუღალავ, ღირსეულ, სამართლიან და ყველასათვის საყვარელ პიროვნებას ქალბატონ ქეთევან დოლიძეს ვულოცავთ 65 წლის იუბილეს. ვუსურვებთ, კიდევ მრავალი წელი ემოღვაწეოს უნივერსიტეტის ასპარეზზე, ჩვეული შემართებით და ენერგიულობით აღეზარდოს ახალი თაობის პროფესიონალები. ეკეთებინოს თავისი საყვარელი საქმე იმ გარემოში, სადაც მის გვერდით გატარებულ ყოველ დღეს დიდი სიხარული და პოზიტივი მოაქვს გარშემომყოფებისთვის. გვეამაყება, რომ მისი თანამედროვენი ვართ.
უკან |