საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ეკოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა “ეკოლოგიური ცნობიერება და გარემოსდაცვითი განათლება”

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტი აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით და ქ. ბათუმის მერიის თანადაფინანსებით  22-28 სექტემბერს ატარებს საერთაშორისო საზაფხულო სკოლას: „ეკოლოგიური ცნობიერება და გარემოსდაცვითი განათლება“.

საზაფხულო სკოლის  მიზანია სასწავლო-საგანმანათლებლო და აღმზრდელობითი საქმიანობის საფუძველზე, ახალგაზრდებს ჩამოუყალიბდეს გარემოსთან ჰარმონიული -ზნეობრივი დამოკიდებულება და  ხელი შეუწყოს გარემოსდაცვითი განათლების და ეკოლოგიური კულტურის ფორმირებას.

დაგეგმილია ლექცია-პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარება შემდეგ თემებზე: გენმოდიფიცირებული პროდუქტების წარმოება და მოსალოდნელი რისკები, ევროკავშირის გამოცდილება ნარჩენების მართვაში, სამეცნიერო კვლევები ნარჩენების მართვის  კუთხით,  შავი ზღვის ეკოლოგიური პრობლემები და ჩამდინარე წყლების მართვა,   გლობალური დათბობა, აჭარის ტყეებისა და ნიადაგის თანამედროვე ეკოლოგიური პრობლემები.  

ლექციებს წაიკითხავენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის და ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის პროფესორები.

სკოლაში მონაწილეობას ღებულობენ: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის და ბათუმის  სახელმწიფო საზღვაო  აკადემიის სტუდენტები.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა