საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

V საერთაშორისო სკოლა სემინარი „ბიომედიცინის აქტუალური საკითხები“

ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტისა და თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგიის კათედრის ორგანიზებით 2015 წლის 16-19 სექტემბრს ტარდება V საერთაშორისო სკოლა-სემინარი ,,ბიომედიცინის აქტუალური საკითხები’’. სკოლა-სემინარი ჩატარდება ინტერდისციპლინურ ფორმატში და მოიცავს შემდეგ საკითხებს - ცხოვრების ჯანსაღი წესი, ბიოსუფრთხოება, ბიოეთიკური პრინციპებისა და ნორმების დაცვის მნიშვნელობა ბიოსამედიცინო საქმიანობაში, ადამიანთა პოპულაციების ბიოლოგიური ბანკების შექმნის მნიშვნელობა ფუნდამენტური კვლევებისა და პერსონალიზებული მედიცინის განვითარებისათვის, ეთნობოტანიკური კვლევების მნიშვნელობა  ბიომედიცინაში.

  სკოლა-სემინარის ძირითადი მიზნებია: 

  • მეცნიერებისადმი სტუდენტთა ინტერესის სტიმულირება;
  • მსმენელთა გაცნობიერება  ბიოსამედიცინო მეცნიერებათა თანამედროვე მიღწევებში;
  • საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლებისა და კვლევის თანამედროვე ინტერდისციპლინური მეთოდებისა და მიდგომების დანერგვის ხელშეწყობა;
  • სამეცნიერო კავშირების ჩამოყალიბება და განვითარება;
  • ახალგაზრდა მეცნიერთა ფორმალური და არაფორმალური  კოლექტივების ჩამოყალიბების სტიმულირება.

დასახული მიზნების მისაღწევად ბიოსამედიცინო მიმართულების სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქართველი და უცხოელი მეცნიერების და უმაღლესი სასწავლებლების წამყვანი პედაგოგების მიერ ჩატარდება ლექციები, მასტერ-კლასები, დისკუსიები და ლაბორატორიული მეცადინეობები. 

სკოლა-სემინარის მუშაობაში მონაწილეობა შეუძლიათ  საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ბიოლოგიური და სამედიცინო პროფილის სტუდენტებს, დოქტორანტებსა და რეზიდენტებს (სულ 30 მონაწილე).

მონაწილეთა შერჩევა მოხდება წარმოდგენილი CV-სა და გასაუბრების საფუძველზე.

სკოლა-სემინარის მონაწილეებზე გაიცემა სერტიფიკატი.

რეგისტრაცია დაიწყება 25 აგვისტოდან.

მისამართი: ქ. ბათუმი,  ნინოშვილის 35, მე-3 სართული, 315 აუდიტორია, 10-დან 17 საათამდე.
ბათუმის  შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ტელ.: 599 12 26  33
ელ. ფოსტა: nsh@bsu.edu.ge

სკოლა-სემინარში მონაწილეობის სარეგისტრაციო თანხა (40 ლარი) უნდა ჩაირიცხოს ანგარიშის ნომერზე:

სსიპ ბათუმის  შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
საიდ. კოდი: 245428 158;
მიმღები ბანკი - სახელმწიფო ხაზინა;
მიმღების დასახელება -ხაზინის ერთიანი ანგარიში;
ბანკის კოდი - TRESGE 22;
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 7 0901 7263 – (სსიპ. ბათუმის  შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სკოლა-სემინარის ,,ბიომედიცინის აქტუალური საკითხები’’  სარეგისტრაციო თანხა).

  სკოლა სემინარის პროგრამა

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა