
ჰოსპისისა და პალიატიური მზრუნველობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სამდღიანი სტუდენტთა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „უჩინარი პაციენტები, უჩინარი სიცოცხლე“ გაიხსნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სესიაზე საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტები ისეთ საკითხებს გაეცნობიან, როგორიცაა: პალიატიური მზრუნველობის ადგილი ჯანდაცვის სისტემასა და საუნივერსიტეტო სამედიცინო განათლებაში და რეგიონული პალიატიური მზრუნველობის სამსახური - აჭარის ა.რ. გამოცდილება. ახალგაზრდები ღონისძიების ფარგლებში ქობულეთის მრავალპროფილიან საავადმყოფოსა და ბათუმის ონკოლოგიურ ცენტრს ეწვევიან. ასევე გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე: „პალიატიური მზრუნველობა - მედიცინის, სოციალური დახმარებისა და ადამიანთა უფლებების ინტეგრაციის სფერო.
სტუდენტთა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ექიმთა ასოციაციისა და პალიატიური მზრუნველობის საქართველოს ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით ტარდება.
უკან |