საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ფარმაციის დეპარტამენტის ორგანიზებით ქართული ფარმაციის დღე უნივერსიტეტის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ვორქშოფით „ქართული ფარმაციის წარსული, აწმყო, მომავალი“ აღინიშნა. ღონისძიებაზე პროფესორმა მარინა ქორიძემ, ასოცირებულმა პროფესორმა ეთერ ჯაყელმა, ნატო სურმანიძემ და ვლადიმერ მახარაძემ ფარმაციის სპეციალობის პერსპექტივებზე იოველ ქუთათელიძის მოღვაწეობასა და მის მიერ ქართული ფარმაციის განვითარებაში შეტანილ უდიდეს წვლილზე, XXI საუკუნის აფთიაქზე და ახალ პროფესიებზე ისაუბრეს. ვორქშოფზე ფარმაციის სპეციალობის სტუდენტებმა მოხსენებები წარმოადგინეს თემებზე: „ქართული ფარმაციის ისტორიის კვალდაკვალ“, „საოჯახო აფთიაქი“, „მედიცინა და ფარმაცია ხატოვან აზროვნებაში“. ღონისძიების ფარგლებში ფარმაციის თემატიკაზე გამოცემული უახლესი ლიტერატურის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.
უკან |