
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის კლინიკური ქირურგიის დეპარტამენტის პროფესორმა კახაბერ ქაშიბაძემ საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: ,,ღვიძლის ტრანსპლანტაციის მსოფლიო და ქართული გამოცდილება“. მომხსენებელმა სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და დაინტერესებულ პირებს დარგის მიღწევები და აქტუალური საკითხები გააცნო. ლექციის დასასრულს პროფესორმა კახაბერ ქაშიბაძემ შეკითხვებს უპასუხა.
უკან |