საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ყაზახი მაგისტრანტები ბსუ -ში

სურათი

მარატ ოსპანოვის  სახელობის ყაზახეთის სახელმწიფო  სამედიცინო უნივერსიტეტის მაგისტრანტები საბუნებისმეტყველო და ჯანდაცვის ფაკულტეტზე მოკლევადიან საგანმანათლებლო პროგრამას გაივლიან. საგანმანათლებლო პროგრამა  ‘’სამეცნიერო კვლევითი პროექტების ჩატარება მედიცინაში:  პრინციპები, მეთოდოლოგია და პრაქტიკა’’  ჯანდაცვის სფეროში  მომუშავე სპეციალისტებზეა ორიენტირებული და  მსმენელებს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში ეხმარება კვლევითი პროექტების ჩატარებისას.

ყაზახ მაგისტრანტებს მოკლევადიან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში  ტრენინგები ჩაუტარდებათ შემდეგი მიმართულებებში:

 საზოგადოებრივი ჯანმრთელობის  და კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენებული მტკიცებითი მედიცინის ძირითადი პრინციპები;

 კლინიკური გაიდლაინის ვალიდურობა  და პრაქტიკული ღირებულება;

ჯანდაცვასა და მედიცინაში სტატისტიკის როლი და მნიშვნელობა, იმ ძირითად სფეროებში, სადაც გამოიყენება სტატისტიკის მეთოდები;

ბიოსტატისტიკის შესავალი, სტატისტიკური ანალიზის პრინციპები, სიხშირის საზომები, ჯანდაცვასა და მედიცინაში სტატისტიკის როლი და მნიშვნელობა და ა. შ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა