ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

პროგრამის „ახალგაზრდა მეწარმე“ წარდგენა გაიმართა

სურათი

საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი (GBDC) კავკასია - ბათუმის ოფისის  წარმომადგენელმა სერგო ბარამიძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს პროგრამა „ახალგაზრდა მეწარმის“ წარუდგინა და მასში მონაწილეობის პირობები გააცნო. პროგრამა ითვალისწინებს ბიზნესგეგმების შემუშავებას და ბენეფიციარებისთვის დახმარების გაწევას გრანტების მისაღებად. „ახალგაზრდა მეწარმის“ პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ გრანტი და დაიწყონ საკუთარი ბიზნესი. ასევე მარკეტინგის, ფინანსების და მენეჯმენტის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებს ექნებათ საშუალება ჩაერთონ პროგრამის მომსახურებაში ექსპერტების სახით.  


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა