ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ სტაჟირება-დასაქმების პროგრამის წარდგენა გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ სტაჟირება-დასაქმების პროგრამის წარდგენა გაიმართა. პროგრამა ითვალისწინებს სტუდენტის სასწავლო პროცესს, გრაფიკს და მასში მონაწილოება ყველა სტუდენტს შეუძლია. საწყის ეტაპზე  კომპანია „ალდაგი“ უზრუნველყოფს სტუდენტების სტაჟირებას  და სადაზღვევო აგენტის თანამდებობაზე დასაქმებას. „ალდაგის“ წარმომადგენლებმა ლევან ტაბიძემ და რამაზ გორგაძემ ღონისძიებაზე კომპანიის ისტორია, მიღწევები, მიზნები, სადაზღვევო პროდუქტები  და კომპანიის  სამომავლო გეგმები წარმოადგინეს. ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტსა და „ალდაგს“  შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება დაიგეგმა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა