ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ბსუ-ს პროფესორებმა ქართულ-გერმანულ ეკონომიკურ ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ნათია წიკლაშვილმა და ასოცირებულმა პროფესორმა ლელა ონიანმა მონაწილეობა მიიღეს 15-18 მაისს, ბერლინში გამართულ ქართულ-გერმანულ ეკონომიკურ ფორუმში. სამეცნიერო მოხსენებები წარადგინეს ფორუმში ბსუ-ს, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის, ჰანოვერის, პოტსდამის, მიუნხენის, ჰუმბოლტისა და თსუ-ს პროფესორებმა ეკონომიკის აქტუალურ საკითხებზე. პროფესორმა ნათია წიკლაშვილმა ნაშრომი წარადგინა თემაზე: „საქართველოს შრომის ბაზარი და ევროკავშირის გამოწვევები“, ხოლო ასოცირებულმა  პროფესორმა ლელა ონიანმა მოხსენება: „საჯარო ფინანსების ეფექტიან მართვაზე მოქმედი ფაქტორები“.

ფორუმის ფარგლებში შეხვედრები შედგა გერმანიაში საქართველოს ელჩთან ელგუჯა ხოკრიშვილთან, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის, ჰუმბოლტის და პოტსდამის    უნივერსიტეტების აკადემიურ პერსონალთან, ადმინისტრაციასთან და დაიგეგმა  ბსუ-ში, 2019 წლის სექტემბერში ერთობლივი საზაფხულო სკოლის ჩატარება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა