ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის დარგობრივი დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი აბუსელიძემ და მოწვეულმა მასწავლებელმა ლაშა ბერიძემ მონაწილეობა მიიღეს 17-18 მაისს, ჩეხეთში, ქალაქ ოსტრავაში გამართულ IV საერთაშორისო კონფერენციაში - „ევროპული ინტეგრაციის საკითხები 2018“. სესიის მუშაობაში ჩართული იყვნენ ევროპარლამენტის, ევროკომისიის და მსოფლიოს 34 ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებმა მრავალფეროვანი და აქტუალური მოხსენებები წარმოადგინეს დარგის მნიშვნელოვან საკითხებზე. ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი აბუსელიძემ და მოწვეულმა მასწავლებელმა ლაშა ბერიძემ ნაშრომი წაიკითხეს თემაზე: „ალტერნატიული ინვესტიციების როლი კაპიტალის ბაზრის განვითარებაში: საქართველოს ევროკავშირთან ტრანსფორმაციის პირობებში“. კონფერენციის ფარგლებში დაიგეგმა ერთობლივი კვლევების განხორციელება.
უკან |