15-19 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტმა ზურაბ ჯეგნარაძემ და ასევე სხვა ფაკულტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს სასტუმრო შერატონში გამართულ საერთაშორისო კონგრესზე “Worldwide SCIF Congress”, რომელიც წელს ბათუმში პირველად ჩატარდა.
კონგრესზე მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის სხვადასხვა მოწინავე კომპანიამ განიხილა თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევები, ინოვაციები და პერსპექტივები აგრარულ სფეროში.
კონგრესის ფარგლებში სტუდენტები ეხმარებოდნენ უცხოელ ვიზიტორებს, მონაწილეებსა და ორგანიზატორებს, რითაც მიიღეს პრაქტიკული გამოცდილება საორგანიზაციო საკითხებში.
უკან |