ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხელშეწყობით აჭარის დებატების კლუბმა ყოველწლიური დებატების ტურნირი ჩაატარა. შეჯიბრში სტუდენტებთან ერთად მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. აჭარის პირველობა საპარლამენტო და ღირებულებითი ფორმატის დებატებში 9-10 ივნისს მიმდინარეობდა. სტუდენტებს შორის პირველობა თამარ გვარიშვილმა და ნიკა ცეცხლაძემ მოიპოვეს, ხოლო მოსწავლეებს შორის ხულოს მუნიციპალიტეტის გუნდმა გაიმარჯვა. ტურნირის გამარჯვებულებს ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. ტრადიციული პროექტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ხორციელდება.
უკან |