ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

პროფესორი ჯოანა ნოგიჩი უნივერსიტეტს ეწვია

სურათი

ვროცლავის საუნივერსიტეტო უმაღლესი საბანკო სკოლის პროფესორი ჯოანა ნოგიჩი ერაზმუს+-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. რექტორის მოადგილეებთან ნათია წიკლაშვილთან, თამარ სირაძესთან და ეკონომიკისა და ბიზნესის აკადემიურ პერსონალთან გამართულ შეხვედრაზე სტუმარმა საგანმანათლებლო პროგრამები წარმოადგინა. პროფესორმა ჯოანა ნოგიჩიმ ქართველ კოლეგებს ასევე საკუთარი გამოცდილება გააცნო და ეკონომიკის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა. ღონისძიება ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა