ბსუ-ს პროფესორებმა მონაწილეობა მიიღეს 8-15 სექტემბერს, ვარნის თავისუფალ უნივერსიტეტში გამართულ III საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ფორუმში ,,ინოვაციები მეცნიერებაში: თანამედროვეობის გამოწვევები“. პროფესორებმა ნათია წიკლაშვილმა, ასიე ცინცაძემ, ანზორ დევაძემ, ასოცირებულმა პროფესორებმა ბადრი გეჩბაიამ, გულიკო და დათო ქათამაძეებმა, ირმა ჩხაიძემ, პაატა ჩაგანავამ, ია მესხიძემ, ნანი გვარიშვილმა, ასისტენტ პროფესორებმა ლილით მელოიანმა, ნატო ჯაბნიძემ, ნატალია რობიტაშვილმა, ირინა თავაძემ, ნარგიზ ფალავანდიშვილმა, ირინა ვაშაყმაძემ, ლეილა ცეცხლაძემ, დოქტორმა ნუგზარ ზოსიძემ მოხსენებები წარმოადგინეს დარგის აქტუალურ საკითხებზე. ფორუმის ფარგლებში შედგა საქმიანი შეხვედრები ქ. ვარნას მუნიციპალიტეტის მერიის უმაღლესი განათლების განყოფილების, ვარნის თავისუფალი უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და მოეწყო მრგვალი მაგიდა ბულგარეთის საგანმანათლებლო სისტემის შესახებ.
საერთაშორისო ტრენერებმა კონფერენციის მონაწილეებს ჩაუტარეს სამეცნიერო-მეთოდური სემინარები და ტრენინგების ციკლი მეცნიერების ინტერნაციონალიზაციისა და მედია წიგნიერების საკითხებში.
ფორუმის მონაწილეთა ნაშრომები შევიდა ჯანადაში გამოცემულ მონოგრაფიაში ,,ინოვაციები მეცნიერებაში: თანამედროვეობის გამოწვევები“.
საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ფორუმის ყველა მონაწილეს გადაეცა საერთაშორისო სტაჟირების 4-ECTS კრედიტის მიღების დამადასტურებელ ევროპული სერთიფიკატი.
ღონისძიება ვარნას თავისუფალ უნივერსიტეტის (ბულგარეთი) ჩერნიგოვის ეროვნული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (უკრაინა), პედაგოგიურ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიასთან არსებული განათლების მენეჯმენტის უნივერსიტეტის (უკრაინა) და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.
უკან |