ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

აჭარის შემოქმედებითი ინკუბატორის წარდგენა გაიმართა

სურათი

აჭარის შემოქმედებითი ინკუბატორის პროექტის წარდგენა გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ევროპული საგანმანათლებლო ცენტრის წარმომადგენელმა გიორგი ბენაშვილმა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს პროექტში მონაწილეობის პირობები და წესები გააცნო. აჭარის შემოქმედებითი ინკუბატორი მიზნად ისახავს წაახალისოს შემოქმედებითი, ინოვაციური ბიზნეს იდეების მქონე მოქალაქეები და მისცეს შესაძლებლობა, გარდაქმნან საკუთარი იდეები რეალურ ბიზნესად.

პროექტის პირველი ნაწილი მოიცავს შემოქმედებითი და ინოვაციური იდეების კონკურსს. კონკურსის დასრულების შემდეგ, საუკეთესო იდეების ავტორებისთვის გაიმართება კრეატიული სტარტაპების საწრთვნელი ბანაკი Startup Bootcamp. ბანაკის მონაწილეებს სპეციალურად პროექტისთვის მოწვეულ ტრენერებთან და მენტორებთან ერთად, შესაძლებლობა ექნებათ, ჩამოაყალიბონ და დაამუშავონ საკუთარი ბიზნეს პროექტები.

შემოქმედებითი ინკუბატორის პროექტის ავტორი, მხარდამჭერი და სპონსორია აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

პროექტს ახორციელებს ევროპული საგანმანათლებლო ცენტრი.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა