ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორმა ასიე ცინცაძემ ინტერდისციპლინარული საგრანტო პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს პრეზენტაცია წარადგინა. ანგარიში მოიცავდა ჩატარებული კვლევის შედეგებს, რომლის მთავარი მიზანი იყო აჭარის მოსახლეობის მოკვდაობის ცხრილის აგება და მოკვდაობის მაჩვენებლის გავლენის დადგენა რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაზე. სამუშაო შეხვედრა გაიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.
უკან |