![გადიდება სურათი](http://bsu.ge/text_images/ge_pic_11573_1_s.jpg)
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი აბუსელიძემ მონაწილეობა მიიღო 29-30 ნოემბერს, ლიეტუვას რესპუბლიკაში, ალექსანდრ სტულგინსკის უნივერსიტეტში გამართულ მე-11 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „ბუღალტერია და ფინანსები: მეცნიერება, ბიზნესი და საზოგადოებრივი სექტორის პარტნიორობა“. კონფერენციის მუშაობაში ჩართული იყვნენ ევროკავშირის და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები. სამეცნიერო სესიაზე ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი აბუსელიძემ ნაშრომი წარადგინა თემაზე: „ფისკალური პოლიტიკის გავლენა მცირე ბიზნესის განვითარებაზე და ანტიკრიზისული ღონისძიებების მიმართულებები“. მოხსენების წაკითხვის შემდგომ გაჩნდა შემოთავაზება სამომავლო ერთობლივი კვლევების განხორციელების თაობაზე.
უკან |