ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ქართველი და უკრაინელი ეკონომისტების ერთობლივი მონოგრაფიის წარდგენა გაიმართა

სურათი

კიევის ვადიმ ჰეტმანის ეროვნულ ეკონომიკურ უნივერსიტეტში ერთობლივი მონოგრაფიის „უკრაინისა და საქართველოს განვითარების სტრატეგიული პრიორიტეტები: ინოვაციები და თანამშრომლობა“  („Strategic Priorities for Developing Ukraine and Georgia: Innovation and Partnership“) წარდგენა გაიმართა. მონოგრაფიის მომზადებაში სხვა ქართველ და უკრაინელ კოლეგებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ბსუ-ს პროფესორებმა ნათია წიკლაშვილმა, გელა მამულაძემ, ასოცირებულმა პროფესორებმა ბადრი გეჩბაიამ და პაატა აროშიძემ. მონოგრაფიის პრეზენტაციას უძღვებოდა კიევის ვადიმ ჰეტმანის ეროვნული ეკონომიკური უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი დიმიტრი ლუკიანენკო. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ნათია წიკლაშვილმა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ბადრი გეჩბაიამ. წარდგენის ფარგლებში დაიგეგმა ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა