„რელიგიური ტურიზმის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელის, პროფესორ ნოდარ გრძელიშვილის სახელმძღვანელოს „რელიგიური ტურიზმი“ წარდგენა გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. წიგნის ავტორი ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს ნაშრომის აქტუალობასა და ამ მიმართულებით პროფესიონალი კადრების მომზადების მნიშვნელობაზე ესაუბრა. ღონისძიება ეკონომიკის დარგობრივი დეპარტამენტისა და სტუდენტური ცენტრის „ახალი ხედვის“ ორგანიზებით ჩატარდა.
უკან |