ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: „სოციუმი და ქრისტიანობა“

სურათი

26-28 იანვარს, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  ასოცირებულმა პროფესორმა, ეკონომიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მურმან ცეცხლაძემ და ამავე ფაკულტეტის ეკონომიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მე-4 სასწავლო წლის სტუდენტმა, შოთა რუსთაველის სახელობის სტიპენდიანტმა  ხათუნა თურმანიძემ მონაწილეობა მიიღეს   მინსკის სასულიერო აკადემიაში გამართულ მე-3 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში „სოციუმი და ქრისტიანობა“. კონფერენცია  მინსკის სასულიერო აკადემიის, ბელორუსიის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ევროპული კვლევითი ასოციაციის ”Oikonomos”, საზოგადოებრივი საქველმოქმედო გააერთიანების „ოჯახური და სამშობიარო დახმარების ცენტრი Матуля“-სა და ბელორუსიის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა.

ასოცირებულმა პროფესორმა მურმან ცეცხლაძემ  წარადგინა ნაშრომი: „ბაზრის უხილავი ხელის ქრისტიანული გააზრება“,  სტუდენტმა  ხათუნა თურმანიძემ კი ნაშრომი: „ქვეყნის ეკონომიკაზე ქრისტიანული ეთიკის გავლენის ზოგიერთი ასპექტის შესახებ“.

მურმან ცეცხლაძემ კონფერენციის ორგანიზატორების თხოვნით პლენარულ სხდომაზე წარადგინა აგრეთვე ნაშრომი თემაზე:  „ქრისტიანობა და აჭარა“.

კონფერენციის მსვლელობის პროცესში განსახილველად შემოთავაზებული იქნა ერთობლივი კვლევის პროექტები.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა