ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის „ლიბერთი ბანკის“ ანაზღაურებადი სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამის წარდგინება გაიმართა. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ, სტაჟირება გაიარონ ლიბერთი ბანკში და დასაქმდნენ ბათუმის სხვადასხვა ფილიალში. პროექტის მიზანია, ფუნქციური ცოდნის, სწორი მიდგომების, სიახლეების ათვისების უნარისა და პოტენციალის მქონე ტალანტების მოზიდვა და განვითარება. თანამშრომლობის ფარგლებში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტმა და „ლიბერთი ბანკმა“ მომავალი ღონისძიებები დაგეგმეს.
უკან |