საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „გლობალური მარკეტინგი: თანამედროვეობის ანალიზი და გამოწვევები“ გაიხსნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ორდღიანი კონფერენციის მიზანია მარკეტინგის ინოვაციურ პროცესებში არსებული აქტუალური ტრენდების კომპლექსური ანალიზი მსოფლიო ეკონომიკის თანამედროვე პირობებში და მათი პრაქტიკული დანერგვის ხელშეწყობა. „გლობალური მარკეტინგი: თანამედროვეობის ანალიზი და გამოწვევები“ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის და უკრაინის ეროვნული საავიაციო უნივერსიტეტის ორგანიზებით იმართება.
პლენარული სხდომის შემდეგ კონფერენციის მუშაობა გაგრძელდა სექციებში. შემაჯამებელ სხდომაზე სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
უკან |