ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

„ეკონომიკა, ფინანსები, ბიზნესი, მენეჯმენტი - 2019“

სურათი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მურმან ცეცხლაძემ მონაწილეობა მიიღო 21-24 მაისს, კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ფორუმში „ეკონომიკა, ფინანსები, ბიზნესი, მენეჯმენტი 2019“. ფორუმის მუშაობაში ჩართული იყო ათზე მეტი ქვეყნის 500-ზე მეტი წარმომადგენელი. კონფერენციის ფარგლებში მოეწყო 25 პლენარული დისკუსია, რომელთაგან ერთ-ერთის - „XXI საუკუნის სტატისტიკა: ახალი გამოწვევები და პერსპექტივები“ სპიკერი იყო მურმან ცეცხლაძე.

ასოცირებულმა პროფესორმა მურმან ცეცხლაძემ კონფერენციაზე წარადგინა ნაშრომი: „საპენსიო რეფორმა საქართველოში: გამოწვევები, პერსპექტივები“. ღონისძიების ფარგლებში მკვლევარი შეხვდა უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ფინანსების პროგრამული მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებსა და  სტუდენტებს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა