ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ბესიკ ბაუჩაძემ 15-17 მაისს მონაწილეობა მიიღო პოლტავის იური კონდრატიუკის სახელობის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში ,,სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარება და სოციალური სტაბილურობა“, სადაც წარადგინა მოხსენება თემაზე: „ესტონური მოდელი და საგადასახადო რისკები“. ასოცირებულმა პროფესორმა ბესიკ ბაუჩაძემ ასევე მონაწილეობა მიიღო 21-24 მაისს, ამავე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „BUILDING INNOVATIONS – 2019“ პლენარულ და სექციურ მუშაობაში. კონფერენციაში ჩართული იყო სამი ქვეყნის 100-ზე მეტი წარმომადგენელი.
უკან |