9-15 მაისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ნათია წიკლაშვილმა, ეკონომიკის და ბიზნესის და ტურიზმის ფაკულტეტის აკადემიურმა პირებმა ასოცირებულმა პროფესორებმა: ბადრი გეჩბაიამ და ეკატერინე ბახტაძემ, ასისტენტ პროფესორებმა: ირინე თავაძემ, ირინე ვაშაყმაძემ, ლილით მელოიან-ფუტკარაძემ, ნატალია ჯაბნიძემ, ნატალია რობიტაშვილმა, ნარგიზ ფალავანდიშვილმა, მოწვეულმა მასწავლებლებმა: ლალი ანდღულაძემ და ქეთევან გოლეთიანმა მონაწილეობა მიიღეს ხორვატიაში, ქალაქ პორეჩში გამართულ მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში ,,ერთიანი საგანმანათლებლო სივრცე: უკრაინა-ევროკავშირი.“
ფორუმის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ხორვატიის სახელმწიფო ფისკალური სამსახურის ფინანსების და საბანკო საქმის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
კონფერენცია ზაგრების ეკონომიკისა და მენეჯმენტის უმაღლესი სკოლის ორგანიზებით გაიმართა. კონფერენციის მასალები გამოქვეყნდა საერთაშორისო რეფერირებად, რეცენზირებად ჟურნალში ,,Fundamental and applied research in practice of leading scientific schools“, რაც ხელს შეუწყობს ბსუ-ს თანამშრომლების ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში.
უკან |