ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ბსუ-ს დელეგაციის ოფოციალური ვიზიტი პოლონეთში

სურათი

27-31 მაისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ნათია წიკლაშვილი, ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესორი ასიე  ცინცაძე  და ეკონომიკის დეპარტამენტის მოწვეული მასწავლებელი  უჩა სურმანიძე  პოლონეთში, კრაკოვის ეკონომიკურ უნივერსიტეტსა  და ვროცლავის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში  შეხვედრა შედგა კრაკოვის უნივერსიტეტის პრორექტორთან პროფესორ ალექსი პოცზდოვსკისთან, საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტის უფროსთან პროფესორ კრისტოფ ვოჩთან და სხვა აკადემიურ პერსონალთან. დაიგეგმა ოქტომბერში ქართულ-პოლონური სამეცნიერო სემინარისა და პოლონელი პროფესორების საჯარო ლექციების ჩატარება, ერთობლივი სასწავლო და სამეცნიერო აქტივობების განხორციელება.    

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა