თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს ელთ-კომპანიისა და ელთ-ბილდინგის წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრაზე ახალგაზრდები დამსაქმებელი კომპანიების საქმიანობასა და არსებულ ვაკანსიებს გაეცნენ. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ დასაქმდნენ გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნებია უცხო ენების ცოდნა და ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვის უნარი.
უკან |