ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელმა სოსო გალუმაშვილმა ჩაატარა ვორქშოფი „როგორ შევქმნათ ინოვაციური ბიზნესმოდელი“. შეხვედრას ესწრებოდნენ ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, ასევე სხვა დაინტერესებული პირები. ვორქშოფი ეფუძნებოდა ალექს ოსტერვალდერისა და ივ პინიეს ბესთსელერში „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ განხილულ მეთოდოლოგიებს. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა იმუშავეს კონკრეტული ორგანიზაციის ბიზნესმოდელზე, შეავსეს ბიზნესმოდელის ტილო (Business Model Canvas) და გააანალიზეს, როგორ შეიძლება გახადონ ბიზნესი უფრო ინოვაციური და მომგებიანი.
შეხვედრა საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრას“ ორგანიზებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გამომცემლობის "პალიტრა L" და პროექტის „ლურჯი ოკეანე“ მხარდაჭერით შედგა.
უკან |