ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „პროკრედიტ ბანკის დასაქმების პროგრამის“ წარდგენა გაიმართა. პროკრედიტ ბანკის წარმომადგენლებმა გიორგი ნიკოლაიშვილმა და კახა სალუქვაძემ ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტებს პროგრამა გააცნეს და კონკურსში მონაწილეობის პირობები გააცნეს.
ბიზნეს კლიენტთა მრჩეველი - სამუშაოს აღწერა:
- პოტენციური კლიენტების მოზიდვა;
- კლიენტისთვის საბანკო მომსახურებასთან და პროდუქტებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა და პროდუქტების შეთავაზება;
- საბანკო მომსახურების და პროდუქტების სრულყოფილი ცოდნა;
- დადგენილი გეგმის შესრულება;
- ბიზნეს პორტფელის შექმნა, ზრდის უზრუნველყოფა, მონიტორინგი და ხარისხის კონტროლი;
- კლიენტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
- კლიენტის სოციალური და ფინანსური ანალიზის ჩატარება;
- საკრედიტო განაცხადის დამუშავება, რეზიუმეს მომზადება, კომიტეტზე წარდგენა, კომიტეტში მონაწილეობის მიღება ხმის უფლებით;
- ბანკის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა.
ფიზიკური პირების მრჩეველი - სამუშაოს აღწერა:
- საბანკო ოპერაციების წარმოება;
- კომპანიის მომსახურების და პროდუქტების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
- კლიენტების სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
- საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტებისა და საბანკო სერვისების კლიენტებისათვის შეთავაზებისა და გაყიდვის უზრუნველყოფა;
- დადგენილი გაყიდვების გეგმის შესრულება;
- კლიენტებთან აქტიური კომუნიკაცია, შეხვედრების ორგანიზება და სატელეფონო ზარების განხორციელება;
- ბიზნეს შედეგების ყოველთვიური ანალიზი და მონიტორინგი;
პროგრამის ხანგრძლივობა: 6 თვე (2 სამთვიანი ბლოკი).
ლოკაცია: პროკრედიტის ტრენინგ ცენტრი ბელგრადში, პროკრედიტის ფილიალები საქართველოში
პროკრედიტ-ბანკი უზრუნველყოფს:
** საცხოვრებელს;
** ფრენის ხარჯებს;
** ყოველთვიურ სტიპენდიას.
პროგრამის სრული კურსი მოიცავს:
** ზოგად კურსს საბანკო საქმესა და ფინანსებში;
** მაკროეკონომიკის საფუძვლებს;
** ბანკის საკვანძო განყოფილებებისა და ფილიალების საქმიანობის სპეციფიკის შესწავლას;
** ფინანსური მათემატიკასა და ბუღალტერიას;
** პროექტების წერისა და მართვის ტექნიკის შესწავლას;
** ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
ვეძებთ მათ, ვინც არის:
** მიზანდასახული და ენერგიული;
** გუნდური;
** მობილური: შეუძლია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მუშაობა;
** სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებული;
** სიახლეების და სირთულეების მიმართ ღია.
და ვისაც აქვს:
** უმაღლესი განათლება(ნებისმიერი სპეციალობა/მიმართულება);
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
** ინგლისური ენის მაღალი დონე;
** პროკრედიტ ბანკში პროფესიული განვითარებისა და წინსვლის სურვილი.
"პროკრედიტ ბანკის დასაქმების პროგრამის" მონაწილეთა შერჩევა ხდება კონკურსის საფუძველზე, რაც გულისხმობს კადრების შერჩევის გარკვეული თანმიმდევრული ეტაპების გავლას. თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი კვალიფიკაცია აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ "პროკრედიტ ბანკის დასაქმების პროგრამაში" მონაწილეობა, მიმართეთ ბანკის ვებგვერდს და შეავსეთ ელექტრონული განაცხადის ფორმა.
კანდიდატთან დაკავშირება სრულყოფილად შევსებული განაცხადის შემთხვევაში მოხდება.
დამატებითი ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდებზე: http://www.procreditbank.ge და http://www.procredit-holding.com
"პროკრედიტ ბანკის" დასაქმების პროგრამისა და საკადრო პოლიტიკის შესახებ დაწვრილებით ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://hr.procredit-group.com/ge
ელექტრონული რეგისტრაციის ფორმა ბიზნეს კლიენტთა მრჩეველი
https://cv-uploader.procredit-group.com/Default.aspx?position=7f2fe4892f1c8c679688f45bc7b54b84
ელექტრონული რეგისტრაციის ფორმა ფიზიკური პირების მრჩეველი:
https://cv-uploader.procredit-group.com/Default.aspx?position=b6141fd580d1256a14a4d3f895af94f6
უკან |