2020 წლის 9 აპრილს, 12:00 საათზე, Zoom-ის ონლაინ პლატფორმაზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით მუშაობას დაიწყებს ვებპანელი „კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული რეცესია, მისი შემაკავებელი ბარიერები და პოსტკორონავირუსული კრიზისის დაძლევა საქართველოში“. ვებპანელის მუშაობა ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 29-ე წლისთავს.
ვებპანელის მიზანია, განიხილოს ის უარყოფითი შედეგები, რაც შეიძლება მიაყენოს პანდემიამ საქართველოს ეკონომიკას. ონლაინრეჟიმში განხილული იქნება რეცესიის დაძლევის შესაძლებლობები და სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების როლი აღნიშნულ პროცესში. მონაწილეები იმსჯელებენ ეკონომიკის დარგობრივი სისტემის ცვლილების აუცილებლობაზე, რაც გამოწვეულია მომსახურების სფეროს შეკვეცითა და მწარმოებლური დარგების განვითარების აუცილებლობით.
სამუშაო განრიგი
11:45 - 12:00 - მონაწილეთა რეგისტრაცია, ონლაინ პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით;
12:00 - 12:20 - სამუშაო შეხვედრის გახსნა, მოდერატორი ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი პაატა აროშიძე;
მისალმება: ბსუ-ს რექტორი მერაბ ხალვაში, ბსუ-ს საპატიო დოქტორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ვლადიმერ ღლონტი.
12:30-13:10 - დისკუსია თემაზე: „პანდემიის შესაძლო შედეგები საქართველოს ეკონომიკისათვის და შემაკავებელი ბარიერები“, მოდერატორები: ქუთაისის აწსუ-სა და ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორი ნიკო ჩიხლაძე და ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორი იოსებ არჩვაძე;
13:15-13:55 - დისკუსია თემაზე: „რეცესიის დაძლევის შესაძლებლობები და სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების როლი“, მოდერატორები: ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი პაატა ჩაგანავა, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი რატი აბულაძე, თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი, ეკონომიკის დოქტორი ვახტანგ ჭარაია;
14:00-14:40 - დისკუსია თემაზე: „პანდემიით გამოწვეული საქართველოს ეკონომიკის დარგობრივი სისტემის ცვლილებები“, მოდერატორები: საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი მიხეილ ჯიბუტი, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი ეკა ლეკაშვილი, ბსუ-ს პროფესორი რეზო მანველიძე;
14:50-15:15 - მუშაობის შეჯამება, მოდერატორები: ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ვლადიმერ ღლონტი, ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი პაატა აროშიძე.
უკან |