ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ვებპანელი „კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული რეცესია, მისი შემაკავებელი ბარიერები და პოსტკორონავირუსული კრიზისის დაძლევა საქართველოში“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით Zoom-ის ონლაინპლატფორმაზე, ვებპანელი „კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული რეცესია, მისი შემაკავებელი ბარიერები და პოსტკორონავირუსული კრიზისის დაძლევა საქართველოში“ გაიმართა. ვებპანელში 100-მდე ეკონომისტმა მიიღო მონაწილეობა და იგი  საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 29-ე წლისთავს მიეძღვნა.

ვებპანელი მიზნად ისახვდა იმ უარყოფითი შედეგების განხილვას, რაც შეიძლება მიაყენოს პანდემიამ საქართველოს ეკონომიკას. დარგის სპეციალისტებმა ონლაინრეჟიმში განიხილეს რეცესიის დაძლევის შესაძლებლობები და სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების როლი აღნიშნულ პროცესში. მონაწილეებმა იმსჯელეს ეკონომიკის დარგობრივი სისტემის ცვლილების აუცილებლობაზე, რაც გამოწვეულია მომსახურების სფეროს შეკვეცითა და მწარმოებლური დარგების განვითარების აუცილებლობით.

ონლაინკონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები, საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის წევრები, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, დარგის ექსპერტები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დარგობრივი სამინისტროების წარმომადგენლები.

ვებპანელს მოდერატორობას უწევდა ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი პაატა აროშიძე. კონფერენცია გახსნეს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა, საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა  აკადემიის აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ და ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა  ვლადიმერ ღლონტმა.

დისკუსია შედგა შემდეგ თემებზე:

დისკუსია თემაზე: პანდემიის შესაძლო შედეგები საქართველოს ეკონომიკისათვის და შემაკავებელი ბარიერები“, მოდერატორები: ქუთაისის აწსუ-სა და ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორი ნიკო ჩიხლაძე და ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორი იოსებ არჩვაძე;

დისკუსია თემაზე: რეცესიის დაძლევის შესაძლებლობები და სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების როლი“, მოდერატორები: ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი პაატა ჩაგანავა, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი რატი აბულაძე, თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი, ეკონომიკის დოქტორი ვახტანგ ჭარაია.                  

დისკუსია თემაზე: პანდემიით გამოწვეული საქართველოს ეკონომიკის დარგობრივი სისტემის ცვლილებები“, მოდერატორები: საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი მიხეილ ჯიბუტი, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი ეკა ლეკაშვილი, ბსუ-ს პროფესორი რეზო მანველიძე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა