ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა და კომპანია ,,ელთ ბილდინგის" დირექტორმა ელგუჯა თურმანიძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება მიზნად ისახავს სტაჟირებას და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას. ,,ელთ ბილდინგის" სახელობითი სტიპენდია დაენიშნება სხვადასხვა ფაკულტეტის წარჩინებულ სტუდენტებს. მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტები სასწავლო და პროფესიულ პრაქტიკას გაივლიან მხარეთა არსებულ ბაზაზე. ასევე, იგეგმება სტუდენტთა საკონფერენციო, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების ექსპერიმენტული ნაწილის ჩატარება.
უკან |