ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

სალომე ქოქოლაძეს კონკურსში წარმატებით მონაწილეობისათვის სიგელი გადაეცა

სურათი

ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის საგანმანათლებლო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტმა სალომე ქოქოლაძემ მონაწილეობა მიიღო დიდგორის ბრძოლის 900 წლის აღსანიშნავად ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ ორ კონკურსში: სახელოვნებო კონკურსი „ჩემი დიდგორი“ და კალიგრაფიის კონკურსი „გახდი დიდგორის მემატიანე“. კონკურსში წარმატებით მონაწილეობისათვის სალომე ქოქოლაძეს სიგელი და სამახსოვრო საჩუქრები  გადაეცა. კალიგრაფიის კონკურსის 382 კონკურსანტიდან გამოვლინდა 19 გამარჯვებული ნომინაციაში „დიდგორის მემატიანე“, ხოლო „წარმატებული მონაწილე“ - 44. კონკურსში წარმატებით მონაწილეობისათვის დაჯილდოვდა სულ 6 კონკურსანტი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა