ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

არჩევნები ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად

სურათი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით (ოქმი № 21-05/09, 20 აგვისტო 2021 წ.) გამოცხადდა არჩევნები ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად. კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს ბსუ-ს საარჩევნო კომისიაში (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის 35/32, ოთახი №13) 2021 წლის 24 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე.

არჩევნები ჩატარდება 2021 წლის 1 ოქტომბერს.

კანდიდატად დარეგისტრირება შეუძლია მხოლოდ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორს ან ასოცირებულ პროფესორს, რომელსაც გააჩნია ადმინისტრაციულ ან აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.

კანდიდატმა სარეგისტრაციოდ უნდა წარმოადგინოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ) ავტობიოგრაფია (CV);

გ)  სამოქმედო გეგმა;

დ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ ან აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ცნობა ბსუ-ს  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური თანამდებობის (პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი) დაკავების შესახებ.

ვ) ნასამართლობის შესახებ ცნობა (შენიშვნა: ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება (კანონმდებლობის თანახმად ცნობის მოქმედების ვადაა 15 კალენდარული დღე, აღნიშნულიდან გამომდინარე საარჩევნო კომისიაში  დოკუმენტაციის წარდგენის დღისათვის (რეგისტრაციის დღე) ცნობა უნდა იყოს მოქმედი).


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა