ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ექვსი პირველკურსელი: აბულაძე ირაკლი, ზაქარეიშვილი ლიზი, სიხარულიძე ანა, სურმანიძე ირაკლი, ხოზრევანიძე საბა, ლეჟავა ზური პირველივე სემესტრში სტიპენდიანტები გახდნენ. ახალგაზრდებმა 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტის განაცხადში პირველ ნომრად მიუთითეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები, დამატებით გამოცდაზე მიიღეს ყველაზე მაღალი სკალირებული ქულა და მათ შემოდგომის სემესტრში გადაეცათ პირველსემესტრელის სტიპენდია. ფაკულტეტის ადმინისტრაცია და პროფესორ-მასწავლებლები სტუდენტებს ულოცავენ სტიპენდიის მოპოვებას და უსურვებენ წარმატებებს.
უკან |