ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

მაია ფეიქრიშვილის საჯარო ლექცია „აუდიტის მეთოდოლოგია და პროფესიული პასუხისმგებლობა“

სურათი

ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა,  ,,პრესტიჟ აუდიტის” მმართველი პარტნიორის, საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის აჭარის ფილიალის დირექტორმა  მაია ფეიქრიშვილმა საჯარო ლექცია ჩაატარა თემაზე: „აუდიტის მეთოდოლოგია და პროფესიული პასუხისმგებლობა“. მომხსენებელმა მსმენელებს გააცნო  აუდიტის ჩატარების მეთოდოლოგია, კერძოდ აუდიტის დაგეგმვის ეტაპი, პროცედურები და მოსამზადებელი დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაცია, ასევე გაუზიარა წლების განმავლობაში აუდიტორად მუშაობისას დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილება. 

ლექციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა. მაია  ფეიქრიშვილმა დასმულ შეკითხვებს უპასუხა და ისაუბრა აუდიტის პროცესში მოსამზადებელ დოკუმენტაციაზე, განიხილა რა კონკრეტული მონაცემების დამუშავება ხდება აუდიტორის მიერ აუდიტის პროცესის სწორად დასაგაგმად, არსებითობის დონის განსასაზღვრად და სამუშაო ჯგუფის დროის მენეჯმენტისათვის.

საჯარო ლექციას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა