ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ბესიკ ბოლქვაძემ მონოგრაფია – სათამაშო ბიზნესი და ეკონომიკა (გლობალური გამოცდილება და საქართველო) – გამოსცა. ნაშრომი საქართველოს გარდამავალ ეკონომიკაში სათამაშო ბიზნესისა და ეკონომიკის ურთიერთკავშირის პრობლემაზე შექმნილი პირველი სამეცნიერო კვლევაა, რომელშიც განხილულია აზარტული თამაშების გენეზისი და ევოლუცია, გაანალიზებულია მსოფლიოს 30 ქვეყნის გამოცდილება – რეგულაციები, ფინანსური მოდელები და სოციალურ-ეკონომიკური დეტერმინანტები. ნაშრომში ცალკე თავი ეთმობა საქართველოში სათამაშო ბიზნესის რეგულირების და ეკონომიკაზე ზეგავლენის აქტუალურ საკითხებს.
წიგნი გათვალისწინებულია მეცნიერი ეკონომისტებისათვის, საჯარო სექტორის შესაბამისი გადაწყვეტილებების მიმღები პირებისათვის, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისა და აზარტული თამაშების პრობლემებით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისათვის.
უკან |