ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

მონოგრაფიის „კროსკულტურული ურთიერთობები საერთაშორისო ბიზნესში“ წარდგენა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის 25 წლის იუბილის ფარგლებში, გაიმართა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ თეიმურაზ შენგელიას,  ასოცირებული პროფესორის ხათუნა ბერიშვილის, ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორების:  ბონდო გასვიანისა და თინათინ ჟორჟოლიანის მონოგრაფიის   ,,კროსკულტურული ურთიერთობები საერთაშორისო ბიზნესში“ წარდგენა.

მომხსენებლებმა ისაუბრეს საქართველოს ბაზარზე მოქმედი ბიზნეს სუბიექტების ორგანიზაციული სტრუქტურების განვითარების თავისებურებების შესახებ მიმდინარე გლობალიზაციის პირობებში. რისკებისა და პრობლემების იდენტიფიცირებით ავტორების მიერ შემუშავდა კონკრეტული რეკომენდაციები ქართული კომპანიებისათვის ორგანიზაციული მართვის სრულყოფისა და საერთაშორისო ბაზარზე ეფექტიანი ინტეგრაციისათვის.

მონოგრაფიის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი და საკითხით დაინტერესებული სხვა პირები.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა