![გადიდება სურათი](http://bsu.ge/text_images/ge_pic_17139_1_s.png)
ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის უკრაინის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა ტატიანა სლიესარმა და ლიდია ავრამჩუკმა საჯარო ლექცია წაიკითხეს თემაზე: „ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზაცია“. მომხსენებლებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: ბუღალტრული აღრიცხვის რეგულირება სახელმწიფოს მიერ, ბუღალტრული აღრიცხვის საგანი, კონტროლი და ანალიზი, ეკონომიკური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები და სისტემები. ლექციის დასრულების შემდეგ შეხვედრა დისკუსიით გაგრძელდა.
უკან |