ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მენეჯმენტის სპეციალობის მე-4 კურსის სტუდენტები ოპერაციული მენეჯმენტის მნიშვნელობის უკეთ გათვითცნობიერებისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების მიზნით ეწვივნენ ფილების საწარმო „ლეგს“ (ლექტორი, ასოცირებული პროფესორი ნატო ჯაბნიძე). ახალგაზრდები გაეცნენ კომპანიის მუშაობის სპეციფიკას და თავისებურებებს. შეხვედრაზე დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა.
უკან |