ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

საინფორმაციო შეხვედრა „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის უცხოელ სტუდენტებთან

სურათი

ბსუ-ს  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე  ,,ერაზმუს+”- ის გაცვლითი პროგრამით მყოფ უცხოელ სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, ამავე ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი, ბსუ–ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის წევრები, ეკონომიკისა და ბიზნესის, ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები.

Erasmus+-ის გაცვლითი პროგრამის სტუდენტი,  დიანა ტიმოფეი, რუმინეთის, სუჩეავას სტეფან სელ მარეს უნივერსიტეტიდან, ბსუ–ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამას ეუფლება, ხოლო  კადირ ენის ოზკერი, თურქეთის, მუგლას უნივერსიტეტიდან, ამავე ფაკულტეტის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამაზე აგრძელებს სწავლას. 

სტუდენტებმა, დამსწრე საზოგადოებას გააცნეს მათი ქვეყანა და უნივერსიტეტი. ისაუბრეს ადგილობრივ გამოცდილებაზე როგორც აკადემიურ ისე სოციალურ–კულტურულ ჭრილში. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რამაც საშუალება მისცა ადგილობრივ სტუდენტებს მეტი ინფორმაცია და მოტივაცია მიეღოთ ,,Erasmus+“-ის გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესახებ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა