ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორ ბესიკ ბოლქვაძის საჯარო ლექცია ჩატარდა თემაზე: „სათამაშო ბიზნესი: მითი და რეალობა (მსოფლიო გამოცდილება და საქართველო)“. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საჯარო ლექციაზე მომხსენებელმა განიხილა აზარტული თამაშების ევოლუცია, სათამაშო ბიზნესის თანამედროვე გლობალური ტრენდები და რეგულაციები, ასევე საქართველოში სათამაშო ინდუსტრიის ფუნქციონირების პრობლემური საკითხები. საჯარო ლექციას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და კურსდამთავრებულები. ლექცია დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა და ასოცირებულმა პროფესორმა ბესიკ ბოლქვაძემ აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა.
უკან |