ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ფაკულტეტს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკა და ბიზნესის ფაკულტეტს ქალაქ ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები ეწვივნენ, რომლებიც ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში სწავლობენ მეწარმეობას. სტუმრებს მასპინძლობა გაუწიეს ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნათია წიკლაშვილმა და მისმა ასისენტმა, ასისტენტ-პროფესორმა თამარ ფოლადაშვილმა. შეხვედრას ესწრებოდნენ ფაკულტეტის სტუდენტებიც. მოსწავლეებმა „მეწარმეობის“ ფარგლებში აქტუალური და საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს თემებზე: საქართველოს ბუნებრივი რესურსები, როგორც წარმოების ფაქტორები; გამოჩენილი ქართველი მეწარმე-ბიზნესმენები და თანამედროვე ქართული ბიზნესი. სტუდენტებსა და მოსწავლეებს შორის დაისახა თანამშრომლობის ახალი მიმართულებები. მოსწავლეებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა